აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ ტრაპიზონთან ავარიის შედეგად დაშავებული, საქართველოს ხუთი მოქალაქე მკურნალობას თურქეთის კლინიკებში აგრძელებს.
მისივე თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშავებული კი კლინიკას დღეს დატოვებს.
“გუშინ ტრაპიზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 1 გარდაიცვალა. 5 პაციენტი თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის, ერთის მდგომარეობა მძიმე რჩება. მას აქვს ქალა ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები. ერთის მდგომარეობა მსუბუქია და დღეს დატოვებს კლინიკას. სამი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და კლინიკაში საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი ოჯახის წევრები არ არიან, ერთ საქმეზე იყვნენ წასულები”, – განაცხადა ნიჟარაძემ.