ნატო-ს მჭიდრო პარტნიორს, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს იენს სტოლტენბერგი.