“ვივა მედის” დირექტორი: მიხეილ სააკაშვილი გვიცხადებს სრულ ნდობას, პაციენტი არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენი მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე

ბატონი მიხეილ სააკაშვილი კვლავ დაკვირვების ქვეშ იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. სპეციალისტები დღესაც იყვნენ, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრების ჯგუფი. გაუკეთდა სხვა ინსტრუმენტული კვლევები, გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, პაციენტი უკმაყოფილებას არ გამოთქვამს არც ჩვენს მკურნალობის ტაქტიკაზე და არც კვლევების ტაქტიკაზე, – ამის შესახებ კლინიკა “ვივა მედის” დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის.

“ფაქტობრივად, ბოლოსკენ მივდივართ, დიაგნოზები კვლავ იგივე რჩება, უბრალოდ, გვაინტერესებდა, დინამიკაში იყო თუ არა გაუარესება. ერთს ვიტყვი, რომ ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. თვითონ პაციენტთან გვაქვს შეთანხმებული ყოველთვის ნებისმიერი კვლევა, რასაც ვუპირებთ, ბატონ მიხეილს ამაზე, რა თქმა უნდა, მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ამის შემდეგ ის გვაძლევს თავის ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება.

პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას და მწყინს ხოლმე, როდესაც თქვენგან მესმის სხვადასხვა შეფასება. თავს ვიკავებთ ასეთ ფორსირებულ რეჟიმში, თვითონ ბატონი მიხეილის სურვილით, რომ სწრაფად, ფორსირებულად არ მოხდეს ამ კვლევის ჩატარება.

ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, გაუკეთდა სხვა ინსტრუმენტული კვლევები, გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, პაციენტი უკმაყოფილებას არ გამოთქვამს არც ჩვენს მკურნალობის ტაქტიკაზე და არც კვლევების ტაქტიკაზე”, – აცხადებს ნინო ნადირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები