დღეს უწმინდესის ნათლული კიდევ 821 ბავშვი გახდება

   დღეს, სამების საკათედრო ტაძარში რიგით 36-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული კიდევ 821 ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობის 36-ე ეტაპი დღის მეორე ნახევარში შედგება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 20 681 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ილია მეორის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები