განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს, რომელიც სტუდენტის უფლებებს ეხება.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შენარჩუნდება კვალიფიციური პერსონალით დაგეგმარების უწყვეტობა, ასევე, მოხდება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ოპტიმიზაცია. პარლამენტი კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ასევე საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე „თარჯიმნების შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება ეხება თარჯიმანთა აღრიცხვას და თავმოყრას ერთ სივრცეში, მათ სერტიფიცირებას, ერთიანი რეესტრის შექმნას და უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლას. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება მხარი არ დაუჭირა. დღესვე განიხილეს მოქალაქე რატი ფუტკარაძის საკანონმდებლო წინადადება 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ავტორი აღნიშნავს, რომ 14 აპრილი სახელმწიფო ენის დღედ უნდა მიიჩნეოდეს და დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს.

„ჩვენი კომიტეტის ინიციატივით, ვაკეთებთ ძალიან ლამაზ სტენდს ქართული ენის სამივე ვერსიას. ქართული ენის მნიშვნელობა კომიტეტს ძალიან კარგად ესმის. მართალია, ეს არ არის უქმე დღე, მაგრამ იმართება მრავალი მცირე თუ მასშტაბური ღონისძიება ამ დღის აღსანიშნად. ამიტომ უფრო სწორად მიმაჩნია ასე დავტოვოთ, როგორც ეს დღეს არის “, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა. მისი თქმით, კომიტეტში შესაძლოა სამუშაო ჯგუფი შექმნას რიგ საკითხებზე, რომელიც სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით გამოწვევებს უკავშირდება. წარმოდგენილ წინადადებას კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
კომიტეტმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დააზუსტა. საბჭოს 2 წევრი – თამარ სანიკიძე და ელზა ბადაშვილი გამოაკლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები