ანრი ოხანაშვილი – ნიკა გვარამიას დაკავებაზე: სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს

„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია.

„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია, დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, როდესაც კონკრეტული პირი ჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია. ვერავის განცხადება ვერ შეცვლის იმას, რომ თუ პირი რამეს დაარღვევს, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ვერ დაასახელებთ, ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოში ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, იცით, რა კონკრეტულ სფეროს თუ წარმოადგენს, არ შეიძლება მასზე შეხება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები