ირანში მამაკაცმა მძევლად აყვანილი სამი ადამიანი მოკლა

ირანის პროვინცია ილამში შეიარაღებულმა მამაკაცმა სახელმწიფო ადმინისტრაციაში მძევლები აიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას IRNA ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მამაკაცმა, რომელიც ამავე უწყების ყოფილი თანამშრომელი იყო, მძევლად აყვანილთაგან სამი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ინციდენტის დროს ასევე შვიდი ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რა გახდა მამაკაცის ქცევის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები