ერევანში დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა მეტროპოლიტენის ვაგონის გადაადგილება დაბლოკეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „ერიტასარდაკანში“ ვაგონების კარებში ჩადგნენ და სკანდირებდნენ – „ნიკოლი მოღალატეა“.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა და აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
ამჟამად, მეტროპოლიტენში მოძრაობა აღდგენილია.