„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რათა დავამტკიცოთ, რომ კინო არ არის მდუმარე“ – ზელენსკიმ კანის კინოფესტივალზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანის კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ გაიხსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა ომის დროს უქმად არ იდგნენ.

„დროთა განმავლობაში სიძულვილი გაივლის და დიქტატორები დაიღუპებიან. ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რათა დღეს დავამტკიცოთ, რომ კინო არ არის მდუმარე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. დიდება უკრაინას“, – მიმართა ზელენსკიმ კინოფესტივალის სტუმრებს.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას კანის კინოფესტივალზე აპლოდისმენტები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები