ნიკოლოზ სამხარაძე – გვარამიაზე: ოპოზიციას სურს, აჟიოტაჟი გამოიწვიოს, როგორმე შექმნან ქვეყანაში იმის განცდა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა, გარწმუნებთ, ეს ასე არაა

ოპოზიციას სურს, აჟიოტაჟი გამოიწვიოს, როგორმე შექმნან ქვეყანაში იმის განცდა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ასე არაა, – ამის შესახებ  პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

“ცოტა ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა 3000-მდე კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სასამართლო, ფისკალური დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა და ა.შ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება ამ კითხვებზე პასუხის შედეგად. რომელიმე კონკრეტული საქმე ვერასოდეს გახდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი. ამ მხრივ ოპოზიციის სპეკულაციები უსაფუძვლოა. მათ სურთ, რომ აჟიოტაჟი გამოიწვიონ, როგორმე შექმნან ქვეყანაში იმის განცდა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ასე არაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები