რუსმა ოკუპანტებმა დილით ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაბომბეს, კერძოდ, სევეროდონეცკი, გორნოე, ზოლოტოე, რუბიჟნოე, ლისიჩანსკი და სხვა დასახლებები.
ჯამურად, ამ დაბომბვების შედეგად, 9 ადამიანია დაღუპული, სამი დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, დაჭრილებს შორის არიან გორნის, ზოლოტოესა და ბოროვსკოეს მცხოვრებლები.
გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში დაიბომბა ქალაქის მრავალპროფილური საავადმყოფო, სადაც კიდევ ორი კორპუსი დაზიანდა. ასევე, ჭურვი მოხვდა სევეროდონეცკის კვლევით ცენტრ “იმპულსის” შენობას, რომელიც თავისი კვლევებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
ასევე, სევეროდონეცკში განადგურდა სამშენებლო მასალების მაღაზიები და ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი.
კიდევ ოთხი სახლია განადგურებული რუბეჟნოეში, ორი – ლისიჩანსკში.
გაიდაის ცნობითვე, მოხდა ორი საჰაერო თავდასხმის პოპასნიანსკის თემის სოფლებზე, რის შედეგადაც განადგურდა სამი სახლი ვრუბოვკაში, ოთხი – კამიშევახში, ორ-ორი ნოვოზვანოვკასა და ტროიცკოესა და სამი ტოშკოვკას მთის თემში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge