თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
როგორც „როიტერსი“ იუწყება, ერდოღანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ.
NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წლიდან არის.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობამ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს მიიღო.