ნიკა მელია: რეალობა მძიმეა, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იქნება მოძებნილი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეალობა მძიმეა, თუმცა, გამოსავალი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოძებნილი იქნება.
“წარმოუდგენელია, ძვირფასო მეგობრებო, ამ ქვეყანაში იყო ობიექტურად განწყობილი მოქალაქე და აფასებდე მომხდარს, როგორც სამართლიანს. რეალობა არის მძიმე, ტყუილი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იქნება მოძებნილი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2” -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.