იაგო ხვიჩია: სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა

გვარამიას დაკავების მიზეზი არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს, ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ბრძოლა არ დასრულდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, უნდა დამთავრდეს ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა და ლანძღვა-გინება.

„ხალხი სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებით გამოყენებაზე რომ დაიჭიროთ, მაშინ პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცესპიკერები და ასევე საჯარო სამსახურში ვისაც მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი მანქანა არასოდეს მყოლია, ვისაც ჰყავდა, მათ დავკვირვებივარ და ისინი მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავია არათუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურშიც და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის თავად „ქართული ოცნებისთვის“.

რაც შეეხება გვარამიას დაკავების მიზეზს, მგონი, არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ამ ბრძოლაში გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ეს ბრძოლა არ დასრულდება. ამით მთელი ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ბრძოლაში მაშინ ვართ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები