უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ხარკოვიდან მათი ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მომარაგების გზების შენარჩუნებაზე.

მათივე ცნობით, ოკუპანტების მთავარი მიზანია დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებულ  ყირიმთან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები