სააკაშვილი: უკრაინა და საქართველო – ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია
“უკრაინა და საქართველო – ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ასევე სწრაფი განვითარება უკრაინასთან ერთად.
„უკრაინა და საქართველო – ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია. ამიტომ, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ პრობლემები მოიხსნას.
უკრაინას ახლა სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება, რომელშიც ყველა დარწმუნებულნი ვართ და შემდგომი მძლავრი განვითარება.
საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ასევე სწრაფი განვითარება უკრაინასთან ერთად.თანადგომას და წინსვლას ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია“, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.