პრემიერმა გრიგოლეთში ორაგულის მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში იმყოფებოდა, სადაც ორაგულის მეურნეობა – „გურია ფიშ ფარმინგი” დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერს მეურნეობაში კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ უმასპინძლა.
პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება. გიორგი ჩხაიძის თქმით, წარმოების მასშტაბები საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ნორვეგიული ორაგული მიაწოდოს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებს. კომპანია ორაგულის ქვირითის შესყიდვას ნორვეგიიდან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები