პრემიერმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო – “გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი” დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო – “გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი” დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 60-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.

სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს. პრემიერმინისტრთან ერთად, ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები