იოსელიანი – მელიას განცხადებაზე: ემიგრანტები დღესაც მონაწილეობენ არჩევნებში და რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ვხედავ

ემიგრანტების წილი არჩევნებში რომ გაიზარდოს, მათი საკონსულო უნდა გაიხსნას, სადაც შეძლებენ მისვლასა და არჩევანის გაკეთებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა,  რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

იოსელიანის თქმით, ემიგრანტები დღესაც მონაწილეობენ არჩევნებში, თუმცა, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ხედავს.

“ემიგრანტები დღესაც მონაწილეობენ არჩევნებში. მათი წილი არჩევნებში რომ გაიზარდოს, მათი საკონსულო გაიხსნას, სადაც შეძლებენ მისვლასა და არჩევანის გაკეთებას, ამას თუ გულისხმობენ არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ვხედავ, რა შეიძლება, იყოს, რაც არჩევნებს ბედს სხვანაირად გადაწყვეტს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა: „იცით, ქალბატონი სანდუ როგორ გახდა პრეზიდენტი? 260 ათასი მოლდოველი ემიგრანტი მივიდა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე… ერთი ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები