იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, ჯერ არ იციან

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საზღვრის გადაკვეთა უნდა აღიაროს, ვინაიდან ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა.

“არსებულის აღიარება არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა. არსებული სიტუაციით რისკავს ყველა, მათ შორის, რისკავს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობითა და თავისუფლებით, ასევე, რისკავს „ქართული ოცნება“ იმ თვალსაზრისით, რომ არავინ იცის, რა მოხდება, რადგან შექმნილ რეალობაში სააკაშვილი შეიძლება, მართლაც მძიმედ გახდეს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები