პრეზიდენტი: ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება

თუ სადმე, წარსულში სამოქალაქო საზოგადოება არსებობდა, ეს არის ქუთაისი. აქ დაიწყო ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა. აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა ახალგაზრდების მოვალეობაა.

“თქვენი, ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრისგან დამცველი იქნება. იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება? იარსებებს ყველა ის პრინციპი, რაც ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.

არ შეიძლება, პოლარიზაცია და დაპირისპირება გაგრძელდეს იმიტომ, რომ ჩვენთან ამ პოლარიზაციამ მიიღო მახინჯი ფორმა. ეს არ არის დისკუსია და მოსაზრებების შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვაზე. ეს უნდა შეიცვალოს. ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ ვარგა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, ეს რომ არ დაუშვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები