„აზოვის“ სახეები – ვინ არიან მარიუპოლის მცველები

სტეპან გოლოვკო

დნეპრი, ბროვარი, კიევი, პოლტავა, დონეცკი, ვოლინი, მარიუპოლი – „აზვოსტალის“ ტერიტორიაზე მეომრები მთელი უკრაინის იბრძვიან.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველა მათგანი არ არის მზად, რომ საკუთარი სახელი ან ფსევდონიმი დაასახელოს, მაგრამ ყველა მათგანს სურს, რომ მასზე იცოდნენ და გადაარჩინონ.

როგორები არიან მეომრები „აზოვსტალიდან“, ამის შესახებ მათი ახლობლები – ცოლები და დედები ჰყვებიან.

„ყველაზე დიდი ღირებულება ეს თავისუფლება და ადამიანების სიცოცხლეა“

სტეპან გოლოვკო  ერთ-ერთია „შავი ადამიანებიდან“ , რომლებმაც 2014 წელს დონეცკი და ლუგანსკი დაიცვა.

დაიბადა ნიკოლაევში. თითქმის, მთელი ცხოვრება დონეცკში გაატარა. 13 წლიდან პატრიოტულ ორგანიზაციებში იყო და ხელმძღვანელობდა „უკრაინის პატრიოტს“ დონეცკში.

შედეგად სტეპანმა მონაწილეობა მიიღო კიევის ღირსების რევოლუციაში, იბრძოდა უკრაინის ხარკოვისთვის. როდესაც აღმოსავლეთით ომი დაიწყო, ის „აზოვის“ ბატალიონის წევრი გახდა.

„ყველაზე დიდი ღირებულება მისთვის თავისუფლება და ადამიანთა სიცოცხლეა. ახლა ჩემი მეუღლე „აზოვსტალშია“. დაჭრილია. აცვია ჩუსტები და მოკლემკლავიანი მაისური. მორიგი დაბომბვის შემდეგ საველე ჰოსპიტალი ჩამოინგრა – ყველა მისი ნივთი იქ იყო. ვითარება კრიტიკულია, მაგრამ ის არ კარგავს ოპტიმიზმს. მე ის ძალიან მიყვარს. მე და ჩვენს ვაჟს გვჯერა, რომ ცოცხალი დაბრუნდება“, – ჰყვება სტეპანის მეუღლე ანნა.

„რაღაც მომენტში ყველაფერი, რაც კონტროლქვეშ იყო, დაძაბულ ვითარებაში გადაიზარდა“

კირილ გუროვი 32 წლისაა, ის პოლტავაში დაიბადა. „აზოვის“ პოლკში 2015 წელს მივიდა. თავის დანაყოფს მამაკაცი „მეორე ოჯახს“ უწოდებს. სამოქალაქო ცხოვრებაში, მეუღლესთან ერთად, ის ორ ქალიშვილს ზრდიდა, ხოლო თავისუფალ დროს თავისი ჰობით იყო დაკავებული – ტყავისგან ნაკეთობებს ამზადებდა.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოჯახი მარიუპოლის მარცხენა სანაპიროდან საცხოვრებლად მარჯვენაზე გადავიდა.

„20 თებერვალს ის საგანგებოდ გამოიძახეს და მაშინ უკვე მივხვდი, რომ ომი იქნება. მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ იყო. 24-მა თებერვალმა ჩვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. თავიდან ის შეძლებისდაგვარად მოდიოდა ჩვენთან და მოჰქონდა პროდუქტები და წყალი. გამუდმებით ჩქარობდა, ამბობდა: „ვმუშაობთ“. ბოლოს ერთმანეთი 9 მარტს ვნახეთ, ხოლო 12-ში საავადმყოფოში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, რუსები მოვიდნენ. 16-ში ბავშვებთან ერთად წვალებით მოვახერხე ზაპოროჟიეში წასვლა და მეუღლესთან დაკავშირება. ის მაინც იმავეს ამბობდა – „ყველაფერი კონტროლქვეშაა“, – ჰყვება კირილის მეუღლე, ტატიანა.

შემდეგ კავშირი ნელ-ნელა გაქრა, კირილთან დარეკვა სულ უფრო ძნელი ხდებოდა, ერთ-ერთ საუბარში კი, ტატიანამ გაიგო, რომ მეუღლე დაჭრილი იყო.

„მარტის ბოლოს კირილი დაჭრეს, მე ამის შესახებ მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში გავიგე. რაღაც მომენტში ყველაფერი, რაც კონტროლქვეშ იყო, დაძაბულ ვითარებაში გადაიზარდა. ის მწერდა, რომ ვითარება კრიტიკული იყო, მაგრამ მტკიცედ იდგა. ბიჭები ბევრი დაიღუპა. მე წარმოდგენაც კი მიჭირს, რას განიცდის ჩემი მეუღლე, როდესაც მისი გუნდის წევრი კვდება. მე ვწერ, რომ ჩვენ მას ველოდებით, რომ მან უნდა იცოცხლოს, ვინაიდან ოჯახი ჰყავს“, – ამბობს ტატიანა.

 „ჯოჯოხეთის შუაგულში ის  ჩემს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ფიქრობს“

ის დაიბადა დნეპრში, ოცნებობდა, გამხდარიყო კინოლოგი და ცხოველები გაეწვრთნა, მაგრამ გახდა სამხედრო და  მარიუპოლის ბრძოლის ერთ-ერთი გმირი. ნიკოლაი 24 წლისაა და ის უკვე 6 წელია, „აზოვის“ პოლკში მსახურობს.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ფოტოგრაფიით  და ვიდეომონტაჟით იყო გატაცებული, ცხოვრობდა პრინციპით – „სიტყვები უნდა შეესაბამებოდეს ქმედებას“.

„ნიკოლაი სწრაფად გაიზარდა, მთელი ცხოვრება გაატარა თავისუფლებისა და უკრაინის მომავლისთვის ბრძოლაში. ჯოჯოხეთის შუაგულში ყოფნის დროსაც კი არ წუწუნებდა, თუ როგორ უჭირდა მას. ის მუდამ ინტერესდებოდა ჩემი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობით. ზრუნავდა, ვჭამე თუ არა საჭმელი ან რამდენად უსაფრთხო ადგილზე ვარ. ამბობდა, რომ არ ჰყოფნიდათ კვალიფიციური პირები დაჭრილთა დასახმარებლად. მარწმუნებდა, რომ წყალი და საკვები ჰქონდათ, მაგრამ მე სხვების ცოლებისგან ვიცოდი, რომ რეალობა სხვანაირი იყო – ბიჭები ოცნებობენ პურის ნაჭერზე და ყლუპ წყალზე, რისი მიღებაც დღეში ერთხელ შეუძლიათ, თუკი გაუმართლებთ“, – ჰყვება მისი საცოლე ოლგა მალიუჩენკო.

„ჩვენი გმირები უკანასკნელ ლუკმას სამოქალაქო პირებს აძლევენ, იცავენ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და ცხოველებს. ისინი მზად არიან, ბოლომდე იდგნენ, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება გმირები სიკვდილის შემდეგ. ჩვენ ისინი ცოცხლები გვჭირდება“, – ამბობს გოგონა.

ისინი ქორწილის გადახდას აპირებდნენ ამ ზაფხულს და ამ გეგმების შეცვლა არ სურთ. ოლგას სწამს და სჯერა, რომ თავის საყვარელ ადამიანს ცოცხალს იხილავს:

„სიტყვები, რომლებიც მე კოლიამ მომწერა: „ჩვენ უკრაინისთვის ვდგავართ, ყველა გარდაცვლილისთვის, ცოცხალისთვის და ჯერ კიდევ არდაბადებულისთვის. ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ვდგავართ. უკრაინა ყველაზე მეტია, უკრაინა – ეს ყველა ჩვენ ვართ, ამ ერთობისთვის ვდგავართ და ვიდგებით ბოლომდე“.

 „სნაიპერებმა მას ფეხში ესროლეს. ბურთი ჯერაც არაა ამოღებული“

20 წლის ასაკში „ნეიტმა“ გაცილებით მეტი ნახა და გადაიტანა, ვიდრე ზოგიერთმა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ახლა ის ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლია, რომელიც „აზოვსტალიდან“ ჯერაც არ გამოუყვანიათ.

იგორ მიზოვეცი წარმოშობით ვოლინის რაიონიდანაა. ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე ოცნებობდა. თავიდან დაამთავრა ტექნიკუმი, როგორც მშობლებმა სთხოვეს. ისინი ოცნებობდნენ, რომ შვილს სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, მაგრამ, იგორმა ოცნების გზა აირჩია – თავად წავიდა სამხედრო ნაწილში და გახდა ახალწვეული, ხოლო მშობლებს თავისი გადაწყვეტილება პოსტფაქტუმ შეატყობინა.

„ჯარში ორი თვე იმსახურა და შემდეგ კონტრაქტს მოაწერა ხელი. თავიდან ლუცკში მსახურობდა, შემდეგ ამბობდა, რომ სხვა ქალაქში სურდა გადასვლა – მარიუპოლში. მე არ მინდოდა, რომ ის იქ წასულიყო, ვინაიდან იქ სახიფათოა, მაგრამ მე არასდროს მისმენდა – გააკეთა ისე, როგორც ყოველთვის ოცნებობდა. 13 დეკემბერს უკვე მარიუპოლში იყო. ჰყვებოდა, რომ იქ მოსწონდა. 24 თებერვალს დაგვირეკა და გვითხრა, რომ ომი დაიწყო, გვკითხა, რა ხდებოდა ჩვენთან. ასევე, გვთხოვა, მის უმცროს ძმასთან ერთად საზღვარგარეთ წავსულიყავით“, – ჰყვება მეომრის დედა ელენა.

შემდეგ იგორთან კავშირი გაქრა. ელენა ყველგან წერდა, სადაც შეეძლო და ბოლოს გაიგო, რომ შვილი დაჭრილია:

„17 მაისს ერთი თვე გახდება, რაც ის „აზოვსტალში“ წევს. სნაიპერმა ფეხში მოარტყა, ტყვია არ ამოუღიათ. არ აქვთ რენტგენი. ბუნკერი ორჯერ ჩამოენგრათ. ამბობს, რომ ორი ვარიანტი არსებობს – დაატყვევებენ ან ღმერთმა არ ქნას  – დახვრეტენ. მე არ ვიცი, ვის მივმართო, ვის ვთხოვო, რომ მის გადარჩენაში დაგვეხმაროს… “

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები