NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საქართველოს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს იმისთვის, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე წარმატებას მიაღწიოს

საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი რჩება და NATO მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურად, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, NATO საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას უწევს და საქართველოსთვის ხელმისაწვდომია პროგრამების ფართო სპექტრი, იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში მხარდაჭერა ჰქონდეს, – ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს იმისათვის, რომ NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლას მიაღწიოს და
საკუთარი თავის დაცვა უკეთ შეძლოს.

“საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი NATO-სთან, რათა მიაღწიოს წინსვლას NATO-ში გაწევრიანების გზაზე და ასევე იმ პროცესში, რომ გაძლიერდეს და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

რუსეთის ამ კრიზისმა, რომელიც უკრაინაში რუსული შეჭრითაა გამოწვეული, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე. ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ამ მიზნისკენ პროგრესის მისაღწევად საქართველოს სჭირდება ევროატლანტიკური რეფორმების გაგრძელება და დაჩქარება. ორი კვირის წინ აქ იმყოფებოდა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი – ბატონი კოლომინა, რომელმაც გაიმეორა გზავნილი, რომ მოკავშირეები საქართველოსგან რეფორმების განხორციელების დაჩქარებას ელიან, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო, საარჩევნო და ზედამხედველობა, ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის. ეს არის, რაზეც საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით ძალები უნდა გააერთიანონ და ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მომზადებული გახდეს NATO-ში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები