რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით “ნაცმოძრაობა” ხელოვნურად სპეკულირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა.
“პატიმარი სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მისაწვდომლობა რომ არის უზრუნველყოფილი, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს არც ჩვენი საზოგადოებისთვის, არც სტრასბურგის სასამართლოსთვის და არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ხელოვნურად ამ თემას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” სპეკულირებს. ჩვენი თანმიმდევრული გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ პატიმარ სააკაშვილს ამ მხრივ ცხადია პრობლემები არ შეექმნება”, – აცხადებს იონათამიშვილი.