დავით სერგეენკო: რეალური გამოწვევები იქნება მანამ, სანამ არ იქნება ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება, რომელიც იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან

„რეალური გამოწვევები ძალიან ბევრია და იქნება მანამ, სანამ ჩვენ, მთლიანობაში, არ გავალთ მაჩვენებლებზე, რასაც ჰქვია ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება, რომელიც იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიდან, არა 4-დან და არა 3-დან, არამედ 5-დან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ  პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, აღნიშნულ მაჩვენებელზე გასვლა მყისიერად ვერ მოხდება და ამას დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

„პარლამენტში, ჩვენ ერთობლივად, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ იმისთვის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, სწორება გვქონდეს ამ 5 პროცენტზე და არა იმაზე, რომ არასრულ 3 პროცენტზე გვქონდეს მოლოდინები და რაღაცას მყისიერად მოვაგვარებთ. უბრალოდ, ვერ მოხდება ეს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები