დავით ნარმანიას მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი, ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან

დედაქალაქის ახალმა მერმა, დავით ნარმანიამ მოადგილეები წარადგინა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად კი – ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ყველა მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები