მამუკა მდინარაძე – სააკაშვილზე: ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს

“მოთხოვნების დაყენება ამორალურია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმითვე, სააკაშვილმა ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს.

„მოთხოვნების დაყენება ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც სისტემას ედგა სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც არა თუ მსგავსი უფლებები, არამედ სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებს და პატიმრებს წართმეული. ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს. სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისთვის “ვივამედში” გადაყვანა შესთავაზა. სააკაშვილმა კი რამდენიმე პირობა დაასახელა, რომელთა შესრულების შემდეგ კლინიკაში გადასვლას დათანხმდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები