დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმები გასაკვირი არ არის

რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებენ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე პოლიტიკოსები და მეტს ისაუბრებენ ექიმები, პაციენტისთვის იქნება სასარგებლო, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ულტიმატუმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი.

“მკურნალობის რა პრინციპი და რა მისამართი უნდა იყოს არჩეული, ეს არის ექიმების დასადგენი, იმ ანალიზების საფუძველზე, რაც გაკეთდება კლინიკაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებენ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე პოლიტიკოსები და მეტს ისაუბრებენ ექიმები, პაციენტისთვის იქნება სასარგებლო, ულტიმატუმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუნდაც მისი ცილის დეფიციტის შესაძლო დაშვებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჭარბი ვიზიტორები პაციენტისთვის არ არის სასურველი. ამიტომ, დავუჯეროთ ექიმებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისთვის “ვივა მედში” გადაყვანა შესთავაზა. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა კი რამდენიმე პირობა დაასახელა, რომელთა შესრულების შემდეგ კლინიკაში გადასვლას დათანხმდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები