თამთა მეგრელიშვილი: რამდენი იწვალეს „ნაცებმა“, რამდენი ვერსია დადეს, მაგრამ მაინც ვერ გაანიავეს მთავარი, რაც ითქვა – ქართველი ხალხი და ხელისუფლება ომს არ დაუშვებს
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „კობახიძემ გაახმოვანა, რომ უკრაინა და აშშ ითრევენ ივანიშვილს პოლიტიკაში, იმისათვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი და დაიწყოს ომი“.
მისი თქმით, რამდენი ვერსია დადეს „ნაცებმა“ და ტელევიზიებმა, თუმცა მთავარი არ თქვეს, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ომს არ დაუშვებს.
„რამდენი იწვალეს „ნაცებმა“, მათმა მონა ტელევიზიებმა და შაურიანმა სპიკერებმა, რამდენი წერეს, რამდენი ვერსია დადეს, მაგრამ მაინც ვერ გაანიავეს მთავარი, რაც ითქვა – ქართველი ხალხი და ხელისუფლება ომს არ დაუშვებს“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.