Al Jazeera-მ ვაგონ-მაცივრის კადრები გაავრცელა, რომელზეც უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების ცხედრები ინახება.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებმა კიევის ოლქში ცხედრების შეგროვების ადგილთან ექსკლუზიური წვდომა მოიპოვეს.
კადრებში ჩანს რუსული არმიის უნიფორმის ფრაგმენტები, რუსული წარმოების ჯავშანი, შევრონები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაღუპულები რუსული ელიტარული ჯარის წვერები იყვნენ, ხოლო ჯარისკაცების ნივთებში უკრაინელებისგან მოპარული ოქროს სამკაულებია ნაპოვნი.
“იმ დროს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ზეიმობს, უკრაინაში მისი ბრძოლის რეალობა ბევრად უფრო დამთრგუნველია”, – ნათქვამია სიუჟეტში.