საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ღამით საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 01:41 საათზე დაფიქსირდა და სტიქიის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ლენინოვკაში მდებარეობდა.