კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჟურნალ „დილას” ახალი ნომერი გამოვიდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ლიტერატურული ჟურნალის „დილა“ გამოცემას აფინანსებს.
სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის მიზნით, კონკურსს აცხადებდა სსიპ მწერალთა სახლი, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამიერიდან მოცემული ლიტერატურული პერიოდული ჟურნალი უშუალოდ სამინისტროს მიერ პირდაპირი დაფინანსებით გამოიცემა.
უწყების ინფორმაციით, ჟურნალის ერთი ნომრის გამოსაცემად სამინისტრომ გამოყო 15 000 ლარი, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ერთი ნომრის გამოსაცემად საშუალოდ 6 000 ლარი იყო გამოყოფილი.