ირაკლი ზარქუა: პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა არ განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ განიხილება.

ზარქუას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პრობლემა არ იქნება.

„მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა, არც განიხილება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ისევე – როგორც სხვა კლინიკებში, ამის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ, ეს დღის წესრიგში არ დგას. მთავარია, თითოეულმა მისმა მხარდამჭერმა, ასევე, ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მიმართონ და ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას.

ჩვენ გვაქვს თავისუფალი საზოგადოება, შიმშილობა ისევე, როგორც არშიმშილობა, ადამიანის გადასაწყვეტია. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე. მათ უნდა დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის, მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ამას აქვს ადგილი”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები