ზვიად მხეიძე: მინდა, დღევანდელი დღე პატივისცემით მივულოცო ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს – მათი თავგანწირვის დამსახურებაა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა
სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი – ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ალექსანდრე ვახტანგაძის ოჯახს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.
,,მინდა, დღევანდელი დღე პატივისცემით მივულოცო ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. მათი თავგანწირვის დამსახურებაა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა და 9 მაისი გამარჯვების დღედ იქცა. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.