მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – პუტინს: გამოუშვით ხალხი „აზოვსტალიდან“

მეორე მსოფლიო ომის კიეველი ვეტერანები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ საშუალება მისცეს უკრაინელ ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს უვნებლად დატოვონ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ტერიტორია.

„ჰიტლერის ლოგიკა გასაგები იყო, მას უნდოდა ჩვენი ერის განადგურება. რატომ დაგვესხით თავს თქვენ – გაუგებარია. ჩვენ არაფერი გვითხოვია და არც ჩვენი პრობლემები მოგვიხვევია თქვენს თავს“, – ამბობს ვეტერანი ალექსანდრ რომანჩიკოვი.

„ომი – ეს ერის განადგურებაა. განსაკუთრებით ახლა. ეს პუტინის ბრძანებაა. ასე გაკეთება ხომ არ შეიძლება. რატომ აწამებ ერს? გაათავისუფლეთ გარნიზონი მარიუპოლიდან, გთხოვთ. გაათავისუფლეთ ისინი. გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები სამხედროების და სამოქალაქო პირების გასათავისუფლებლად, რომლებიც დღეს მარიუპოლში იმყოფებიან“, – ვეტერანი ალექსეი ტკაჩენკო.

„მე ვიცი რაც ხდება მარიუპოლში. სულ ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ ახლა ეს ომი მიუღებელია. უნდა შეწყდეს მკვლელობები“, – აცხადებს ვეტერანი პეტრო ციბეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები