კახა ლაბუჩიძე კოლეჯ „სპექტრის” ყოველწლიურ გამოფენას დაესწრო

პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ ყოველწლიური გამოფენა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს წევრის განცხადებით, პროფესიული განათლების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოსა და მერიისთვის 2018 წლიდან დაწყებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“-ს წარმატებით განხორციელება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულია.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, მუნიციპალური თანადაფინანსებით შექმნილი პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო პლატფორმაა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების გადასამზადებლად და დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად.
მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შექმნილი პროგრამა მოკლევადიანია და თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის ფარგლებში 4500 მონაწილის გადამზადება მოხდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულთა 75 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სხვადასხვა სპეციალობით. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუდმივად ხდება გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების დამატება. მიმდინარე პერიოდისთვის, კოლეჯში არის 28 გრძელვადიანი სახელმწიფო პროფესიული პროგრამა, აქედან 3 არის დუალური, 3 ინტეგრირებული და 22 მოდულური.

კოლეჯი თანამშრომლობს არა მარტო პროფესიულ სასწავლებლებთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში დასაქმდებიან.

გამოფენა ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ონურ სევიმი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, კოლეჯის 30-მდე ბიზნეს პარტნიორი. წელს გარდა ტრადიციული გამოფენისა, შედგა სპეციალური აქტივობა-შეჯიბრი სკოლის მოსწავლეებისთვის 6 მიმართულებაში: ამზომველ-ტოპოგრაფი, ელექტროობა, შედუღება, მძიმე ტექნიკის მართვა, შრომის უსაფრთხოება და გაერთიანებული აქტივობა – ექსპერიმენტული სახლის აწყობა და კეთილმოწყობა.
სასკოლო შეჯიბრს თითოეულ მიმართულებაში ჰყავდა მხარდამჭერი კომპანია, რომელიც სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები