„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე უარყოფს არესტოვიჩის განცხადებას, რომ „აზოვსტალიდან“ ოკუპანტები განდევნეს

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც პალამარმა აღნიშნა, ოკუპანტები კვლავ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ: არავის არავინ განუდევნია. რუსები ქარხნის ტერიტორიაზე არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, – განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები