ხარკოვის ზოოპარკის მფლობელი: ცხოველების ევაკუაციის დროს, რუსმა ოკუპანტებმა 15 წლის მოხალისე მოკლეს

ხარკოვის ზოოპარკიდან აფრიკული კამეჩების ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის მფლობელი, ოლეკსანდრ ფელდმანი ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოხალისე, 15 წლის ბიჭი დაიღუპა.

“გარდა ამისა, ოკუპანტების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა. ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება”, – წერს ფელდმანი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები