ჯანმო: აფრიკასა და ამერიკაში “ომიკრონის” ახალი ქვესახეობებით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების 3 893 033 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 18-24 აპრილთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ასევე, 25 აპრილი-1-ელი მაისის კვირაში ვირუსს 15 695 პაციენტი შეეწირა, რაც 18-24 აპრილთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი, 2020 წლის მარტთან შედარებით, ყველაზე დაბალია, ამერიკასა და აფრიკაში “ომიკრონის” ახალი სახეობით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

”გლობალურად, დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იკლებს. ასევე, ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია მისასალმებელია, ის სრულ სურათს ვერ ავლენს. ჩვენ ვხედავთ შემთხვევების ზრდას, რომელიც გამოწვეულია “ომიკრონის” ქვესახეობებით ამერიკასა და აფრიკაში,” – თქვა გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები