Financial Times: თურქეთში ინფლაციამ აპრილში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70%-ს მიაღწია
თურქეთში ინფლაციამ აპრილში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70%-ს მიაღწია.
ამის შესახებ Financial Times-ი თურქეთის სტატისტიკური სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი აპრილში 69,97%-მდე გაიზარდა – მაშინ, როდესაც მარტში 61,14% იყო.
ამ ტენდენციის მიზეზები, ერთი მხრივ, ლირის შესუსტება და, მეორე მხრივ, ენერგორესურსებზე გლობალური ფასების ზრდით აიხსნება.
ქვეყანაში ყველაზე მეტად კვების პროდუქტები გაძვირდა – წელიწადში 89%-ით, ხოლო ტრანსპორტი – 106%-ით.
ფასების ზრდის ამჟამინდელი ტემპი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალია.
მთავრობის ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ოფიციალური რიცხვებიც კი არ ასახავს პრობლემის რეალურ მასშტაბებს.
Financial Times-ი წერს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პარტიის მიმართ უკმაყოფილებას ამწვავებს. ამასთან, ერდოღანი მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგია. ეს ქმნის ზეწოლას თურქულ ლირაზე, ვალუტა ერთი წლის განმავლობაში 40%-ით გაუფასურდა.