ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტში, დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიტორია კაზას შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მორიგი შეხვედრა იტალიის პარლამენტის, დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან გამართეს.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე და კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების დაახლოვებისთვის, კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელობას. ვიტორია კაზამ ისაუბრა ორი ქვეყნის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიასა და ერთობლივად გამართულ არაერთ ღონისძიებაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა გამოხატეს მზაობა სამომავლო აქტიურ თანამშრომლობისთვის.

იტალიის პარლამენტის დელეგაციამ სურვილი გამოთქვა, სექტემბერში ეწვიოს საქართველოს, რაც ელისო ბოლქვაძის მოსაზრებით, მკაფიო გამოხატულება და მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

„მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე კულტურას უდიდესი ადგილი დაეთმობა. მნიშვნელოვანია, ამ გზაზე ღირსეულად წარმოვჩნდეთ მსოფლიოს წინაშე, როგორც ერთ-ერთი უძველესი კულტურის წარმომადგენლები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები