რაც გვჭირდება, არის უფრო ჩქარი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული გამოცემა Deutsche Welle-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება, ქვეყნის საბოლოო უსაფრთხოება ომი იყოს.
„ვფიქრობ, მუდამ შეგვიძლია, გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არცთუ ისე მცირე წვრთნები, 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები, ასევე, გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იბრძოდნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ.
რაც გვჭირდება, არის უფრო ჩქარი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. არ შეიძლება, ჩვენი საბოლოო უსაფრთხოება იყოს ომი, რადგან ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, მოვიგოთ ომი რუსეთთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.