NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: ველოდები, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები სათანადოდ აისახება საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში
მადრიდის სამიტზე ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის NATO-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს NATO-ს სამომავლო სტრატეგიას შემდგომი ათწლეულისთვის. მე ველოდები, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები სათანადოდ აისახება საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში, – ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.
ვილნიკოვი საქართველოში შეხვედრებს მართავს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსადმი NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ მიწოდა ინფორმაცია.
“შეხვედრებს ვმართავ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან, მათ შორის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, რათა განვიხილოთ სიტუაცია საქართველოსა და რეგიონში. მე ჩემს მოსაუბრეებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ფართოვდება და ძლიერდება. შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც აქ, საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ჩვენ განვიხილეთ ასევე ამ ვიზიტის შედეგები და მოუთმენლად ველოდებით მადრიდში ივნისში დაგეგმილ NATO-ს სამიტს.
მადრიდის სამიტზე ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის NATO-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს NATO-ს სამომავლო სტრატეგიას შემდგომი ათწლეულისთვის. მე ველოდები, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები სათანადოდ აისახება საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.