რამდენი ოკუპანტი რჩება მარიუპოლში – პენტაგონის ინფორმაცია

მარიუპოლში ოკუპანტების, დაახლოებით, ორი ტაქტიკური ბატალიონი რჩება, რაც რამდენიმე ათასი ადამიანის ტოლფასია. ქალაქიდან გასული რუსული ჯარი კი სოფელ ველიკაია ნოვოსელკასთან არის გაჭედილი.

ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, მარიუპოლში რუსული ჯარის, დაახლოებით, ორი ტაქტიკური ბატალიონი რჩება, ასე რომ, ეს რამდენიმე ათასი ადამიანია“, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტში არ არიან დარწმუნებული, რომ ქალაქში მყოფი ოკუპანტები მთლიანად ტაქტიკურ ბატალიონს წარმოადგენდნენ, რადგან ადგილზე სხვა ძალებიც მოქმედებენ, მაგალითად”, “კადიროველები”

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და მის გარეშემო მყოფი ძალების დიდი უმრავლესობა დონბასშია გადასროლილი. ეს არის, დაახლოებით, 10 ტაქტიკური ბატალიონი.

თუმცა, მისივე თქმით, ეს დანაყოფები სოფელ ველიკაია ნოვოსელკას სამხრეთით არიან გაჭედილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები