შარლ მიშელი – “ევროკავშირი უკრაინის “მარშალის გეგმას” იწყებს”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც დღეს, 5 მაისს ვარშავაში გაიმართება, უკრაინის ევროპული „მარშალის გეგმის“ ამოსავალი წერტილი იქნება.

ამის შესახებ მან Interfax-Ukraine-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

“ჩემი აზრით, ეს კონფერენცია უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინის ევროპული “მარშალის გეგმისთვის”. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს უკრაინას,” – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მან მიმდინარე მოვლენები შეადარა „გასული საუკუნის მოვლენებს, როდესაც შორსმჭვრეტელმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ინვესტიციების ჩადება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტის აღდგენაში“.

„ახლა, ამ საუკუნეში უკრაინის წინააღმდეგ ომი ადამიანური ტრაგედიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს შორსმჭვრეტელი ლიდერები უნდა ადგნენ და მიანიშნონ, რომ ვიქნებით გაბედულები, მტკიცენი ვიქნებით უკრაინის მხარდაჭერაში, არა მხოლოდ სიტყვებით, არა მხოლოდ გამოსვლებით – ეს არ არის საკმარისი – ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, გვჭირდება ფული, გვჭირდება ძლიერი კოორდინაცია, გვჭირდება პოლიტიკური ნება”, – დასძინა მიშელმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები