უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში წერს, ევაკუირებულ მოქალაქეებს შორის ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან, კერძოდ კი, მარიუპოლიდან, მანგუშიდან, ბერდიანსკიდან, ტოკმაკიდან და ვასილევკადან.
„მადლობას ვუხდით გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს. მადლობა ჰუმანიტარული კოლონის თანამშრომლებს: მძღოლებსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება“, – წერს ვერეშჩუკი Facebook-ზე.