რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება.

მათივე ცნობით, აღნიშნული დერეფნები მოსკოვის დროით, დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, წინა ჯერზე გაკეთებული მსგავსი ტიპის განცხადება უგულებელყო, მოგვიანებით კი, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მოლაპარაკებების შედეგად ეწყობა და მათი ცალმხრივად გახსნა, უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

გუშინ და დღეს ცნობილი გახდა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაერო-სა და წითელი ჯვრის შუამავლობით 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც ზაპოროჟიეში იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, საწარმოს ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები