”ფაქტობრივად, მძევლად არიან აყვანილნი” – ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ხელმძღვანელებს ქალაქის დატოვება აუკრძალეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობას ქალაქ ენერგოდარის დატოვება აუკრძალეს, მათ შორის სამსახურებრივ საქმეებზეც.

ამის შესახებ უკრაინის “ენერგოატომი” ტელეგრამში წერს.

„გუშინ, 3 მაისს რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის დატოვების უფლება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარ ინჟინერს, იური ჩერნიჩუკს არ მისცეს. მას მონაწილეობა უნდა მიეღო “ენერგოატომის” მთავარი ინჟინრების საბჭოს სხდომაში, რომელიც 4 მაისს ზაპოროჟიეში უნდა გამართულიყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა ჩერნიჩუკი ენერგოდარიდან გასასვლელთან, საგუშაგოზე დააკავეს და ფსბ-ში დაკითხვაზე წაიყვანეს. ამის შემდეგ, ჩერნიჩუკს და სადგურის სხვა ხელმძღვანელებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ – მაშინაც კი, თუ ამას სამსახური მოითხოვს.

„სპეციალისტები რეალურად მძევლად აიყვანეს და ეს კიდევ უფრო ართულებს ატომური ელექტროსადგურის მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები