ზელენსკი: კიევი გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომის შედეგის სახით გაყინულ კონფლიქტში არ შევა.

ამის შესახებ მან Wall Street Journal-ის აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ იქნება ცეცხლის შეწყვეტა და რუსული ჯარები იდგებიან იქ, სადაც ახლა არიან. ეს გაყინული კონფლიქტია. ჩვენ არ შევალთ გაყინულ კონფლიქტში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა მინსკის შეთანხმებები და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.

„ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. მე მაშინ გავხდი პრეზიდენტი, როდესაც მინსკი-1 და მინსკი-2 არსებობდა, შესაბამისი დოკუმენტები იყო, რომლებიც ირღვეოდა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო სერიოზული დოკუმენტები. იყო შეთანხმებები ქაღალდზე, ეს იყო გაყინული კონფლიქტი ამა თუ იმ ფორმით. მე ამის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ, ასეთი დოკუმენტი ნამდვილად არ გვექნება“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ უკრაინას მინსკის შეთანხმებები არ დაურღვევია და არ გასულა მოლაპარაკებების პროცესიდან.

„ჩვენ არ გავსულვართ “მინსკიდან”, ის რუსეთის ლიდერმა 24 თებერვალს დატოვა და ეს საჯაროდ თქვა და „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. თუმცა, გვესმის, რომ ეს არის ომი, სრულმასშტაბიანი შემოჭრა. უკრაინა ნამდვილად აღარ შევა ასეთ დიპლომატიურ ჭაობში“, – დაასკვნა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები