6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები